შემოგვიერთდი

English

One Step Ahead

Welcome To

iStudio

Web Development Agency
კონსულტაცია

რა არის iStudio?

ვებ დეველოპერული სააგენტო

iStudio რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ვებ დეველოპერული კომპანიაა, რომელიც მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის. ჩვენი დახმარებით შეძლებთ ციფრულ სამყაროს გაუზიაროთ თანამედროვე ვებ დიზაინში შეფუთული იდეა რომელიც წარმატებას მოგიტანთ.

კონტაქტი

ტელეფონი

+995 599 037 951


ელ-ფოსტა

info@istudio.ge


სამუშაო დრო

ორშ-შაბ 11:00-20:00 - ღიაა


სერვისი

ინტეგრაციები

ონლაინ გადახდის/განვადების სისტემის ინტეგრაცია, SMS შეტყობინებების ინტეგრაცია, რამდენიმე საიტის ერთ მონაცემთა ბაზასთან ინტეგრაცია, აპლიკაციის ვებ. საიტთან ინტეგრაცია.

ვებ. საიტი

კრეატიული ხედვა და პროფესიონალური შესრულება, თქვენი ჩართულობით შევქმნით ვებსაიტს რომელიც აუცილებლად შეიტანს წვილს თქვენი საქმიანობის განვითარებაში.

განახლება/მართვა

თუ მოგბეზრდათ ერთფეროვნება ან დაგჭირდათ ახალი ფუნქცია, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ არსებული ვებ საიტის განახლებაში, ადმინისტრირებასა და მონიტორინგში.

რეკლამა

თუ გსურს შენი საქმიანობის შესახებ მიაწვდინო ხმა შესაბამის აუდიტორიას, ჩვენ დაგეხმარებით რეკლამის სწორად განთავსებაში და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაში.

მარკეტინგი

გთავაზობთ მარკეტინგულ მომსახურებას, ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლიტ თქვენს საქმიანობას, გავივლით ზუსტ ეტაპებს გარანტირებული შედეგის მისაღებად.

ტექ. მხარდაჭერა

მზად ვართ ჩვენს მიერ შესრულებულ პროექტს გავუწიოთ მონიტორინგი და საჭიროების შემთხვეაში განვახორციელოთ ნებისმიერი სირთულის ტექნიკური მხარდაჭერა.

ფოტო ვიდეო

iStudio გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ფოტო-ვიდეო კონტენტის შექმნას ვებსაიტისთვის. თუ გსურს გქონდეს პროფესიონალური ვებსაიტი, აუცილებელი პირობაა ყველა დეტალი იყოს შექმნილი მისთვის. განსაკუთრებით ონლაინ მაღაზიებს რომლებიც უამრავ პროდუქციას ყიდიან ჭირდებათ განსხვავებული ფოტო კონტენტი, რომელიც მომხმარებელს დაანახებს პროდუქტის ხარისხს და საჭიროებას. შენ გჭირდება ეს სერვისი...

ნამუშევრები

ხელშეწყობა

iStudio ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით მხატვრებს, პოეტებს, ფოტოგრაფებს და მუსიკოსებს გთავაზობთ 50% ფასდაკლებას! რაც ნიშნავს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შექმნა შენი ნამუშევრების პორტფელი ონლაინ სივრცეში, რომელსაც ექნება ვლოგი, მრავალფუნქციური ფოტო-ვიდეო გალერეა, აუდიო-ვიდეო ფლეიერი და სხვა ხელსაწყოები რომელიც შესძენს მრავალფეროვნებას და წარმოაჩენს თქვენს ნიჭს.

პაკეტის ფასები

ეკონომი

500 დან
  • გვერდები 1-5
  • ქართულ ენოვანი
  • რესპონსივ დიზაინი
  • სამართავი პანელი
  • ფოტო/ვიდეო გალერეა
  • საბაზისო SEO

სტანდარტი

1500 დან
  • გვერდები 1-10
  • ენები KA, EN, RU
  • რესპონსივ დიზაინი
  • სამართავი პანელი
  • საჭირო ფუნქციები
  • SEO ოპტიმიზაცია

სერვისი

100 დან
  • დიზაინის განახლება
  • ფუნქციის დამატება
  • სიჩქარის ოპტიმიზაცია
  • ლოგოს შექმნა
  • ბაზის ოპტიმიზაცია
  • დიაგნოსტიკა/დაცვა

ექსკლუზივი

3000 დან
  • ულიმიტო გვერდები
  • მრავალენოვანი
  • UX / UI დიზაინი
  • სამართავი პანელი
  • სასურველი ფუნქციები
  • SEO ოპტიმიზაცია

15k+

ვიზიტორი საიტზე

20+

დასრულებული პროექტი

150+

კმაყოფილი მომხმარებელი

1k+

ფინჯანი ხსნადი ყავა

ვებ ტერმინები

ვებსაიტი

მსოფლიოში პირველი საიტი შეიქმნა 1991 წლის 6 აგვისტოს, მისი მისამართია http://info.cern.ch/, შემქმნელი ტიმ ბერნერს-ლი. მასში განთავსებული იყო ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიის შესახებ World Wide Web (WWW) (მსოფლიოს ფართო ქსელი). ინფორმაციის გადაცემა დაფუძნებული იყო HTTP პროტოკოლზე, ხოლო საიტი შექმნილი იყო ჰიპერტექსტის ნიშნულების HTML ენაზე. საიტზე ასევე განხილული იყო ვებ სერვერის და ვებ ბრაუზერის მუშაობის პრინციპები. საიტი ასევე გახდა მსოფლიოში პირველი ინტერნეტ კატალოგი, რადგან მოგვიანებით ბერნერს ლიმ მასზე განათავსა სხვა საიტის მისამართები. ყველაფერი რაც საჭირო იყო პირველი საიტის ასამუშავებლად ბერნერს ლიმ გაცილებით ადრე 1990 წელს შექმნა.

ვორდპრესი

WordPress — ბლოგის და საიტების მართვის სისტემა. დაწერილია PHP პროგრამირების ენაზე და იყენებს MySQL მონაცემთა ბაზას. ვრცელდება GNU GPL ლიცენზით. 2013 წლის აგვისტოსთვის WordPress იყენებდა 10 მილიონი საიტის 22 პროცენტი. იგი არის ბლოგინგის ყველაზე პოპულარული საშუალება ინტერნეტში. ამჟამად გამოიყენება 60 მილიონზე მეტ საიტზე. WordPress პირველად გამოქვეყნდა 2003 წლის 27 მაისს, დამაარსებლების, მეტ მალენვეგის და მაიკ ლიტლის მიერ, b2/cafelog-ის განშტოების სახით. სისტემის მუდმივი ლიცენზიაა GPLv2 (ან უფრო გვიანდელი). დღესდღეისობით ვორდპრესი იდეალური ვარიანტია დაბალი ბიუჯეტის მხრივ პროფესიონალური ვებსაიტის შესაქმნელად.

ლარაველი

Laravel - MVC პრინციპზე დაფუძნებული პლატფორმა, ფრეიმვორკი, ინსტრუმენტთა ნაკრები იმ პროგრამისტებისათვის, რომლებიც PHP-ის მეშვეობით ამზადებენ ვებ-გვერდებს. ფრეიმვორკის დახმარებით გაცილებით სწრაფად და მარტივად ვქმნით აპლიკაციებს და აღარ გვიწევს კოდის წერის დაწყება ნოლიდან. ფაქტიურად ფრეიმვორკი წარმოადგენს მომავალი პროექტის კარკასს, ჩონჩხს, მასში ჩადებულია ისეთი კლასები რომელთა მეშვეობითაც პროგრამისტს აღარ უწევს რუტინული სამუშაოების ჩატარება, მაგალითად: საიტზე შესვლის წერტილის შექმნა, ადამიანისათვის გასაგები URL-ების შექმნა, შემავალი პარამეტრებისა და მონაცემების ვალიდაციის მექანიზმის შექმნა.

ჰოსტინგი

ჰოსტინგი (ინგლ. hosting) — სერვერზე ინფორმაციის განთავსებისათვის კომპიუტერული წარმოების შესახებ მომსახურება. ჩვეულებრივ ჰოსტინგი შედის საიტის მომსახურების პაკეტში როგორც მინიმუმ, იგულისხმება სერვერზე საიტის ფაილების განთავსება. მასში გაშვებულია ფაილების საჭიროებებისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფა. როგორც წესი, მომსახურებაში უკვე შედის საფოსტო კორესპონდენციებისათვის წარმოდგენილი ადგილი, მონაცემთა ბაზები, ფაილთა საცავი სპეციალურად გამოყოფილ ფაილ–სერვერზე და ა.შ. შესაბამისი სერვისების ფუნქციონირებისათვის მხარდაჭერა. მონაცემთა ბაზების, ფაილთა განთავსების, ელექტრონული ფოსტის და სხვა ჰოსტინგები შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს, როგორც დამოუკიდებელი ან კომპლექსური მომსახურება.

დომენი

ტექნიკური ენით დომეინი არის ინტერნეტ უნიკალური დასახელება, იგივე მისამართი, რომელიც სჭირდება თქვენს საიტს ან კორპორატიულ ელექტრონულ ფოსტას ასევე ტექნიკურად ავხსნი იმასაც რომ, დომენურ სახელს ინტერნეტი ციფრებში გადაიყვანს რასაც IP-მისამართს ეძახიან, მაგალითად, 123.123.123.123 . იმისათვის, რომ დომეინი მუშაობდეს იგი მიმაგრებული უნდა იყოს რომელიმე ჰოსტინგზე და ასევე უნდა ჰქონდეს მინიჭებული IP. მმარტივი ენით კი დომენური სახელი არის თქვენი საფოსტო მისამართი, ჰოსტინგი - მიწის ფართი რომელზეც სახლია აშენებული; ხოლო ვებსაიტი არის შენობა, რომელშიც ცხოვრობთ. ამ სამი კომპონენტის გარეშე კი საიტის ფუნქციონირება შეუძლებელია.

ლოგო

ლოგო არის კომპანიის, ბრენდის უნიკალური ნიშანი. ლოგოს აგრეთვე იყენებ არასამთავრობო ორგანიზაციები, კომერციული კორპორაციები და ინდივიდუალური პიროვნებებიც კი ზოგჯერ იყენებნ ლოგოს, რათა წარმოშვან მუდმივი საზოგადოებრივი ცნობადობა. ზოგჯერ ამბობენ, რომ ლოგო ბრენდის ხელმოწერაა. საერთოდ სიტყვა ლოგო გაჩნდა მეცხრამეტე საუკუნეში, თავდაპირველად სიტყვა ”ლოგოს” სინონიმი ”ლიგატურა” იყო და წარმოადგენდა ტოპოგრაფიული შრიფტის ორი ან სამი ასოს გაერთიანებას. ლოგო ხშირად შედგება გრაფიკული გამოსახულებისაგან ან/და გაფორმებული დასახელების შემადგენელი ასოებისაგან. გამოდის რომ არის ორი სახის ლოგო: გრაფიკული და ტექსტური (ლოგოტიპი).

ვებდიზაინი

ვებდიზაინი (ინგლ. Web design) — საქმიანობა რომელიც პასუხისმგებელია ვებგვერდების მომხმარებლის ინტერფეისის შემუშავებაზე. ვებდიზაინერები ქმიან ვებგვერდის სტრუქტურას, გამარტივებული და მომხმარებლისთვის მისაღები ფორმით ინფორმაციის მიწოდება ვებგვერდის საშუალებით. აგრეთვევებ დიზაინერები მხატვრულ იერსახეს უქმნიან ვებგვერდებს. ვებდიზაინერი კარგად უნდა ცნობდეს თანამედროვე ვებტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციას და სტანდარტებს.

SEO - სეო

SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია), გასაგებ და მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, საიტების იმ მდგომარეობამდე მიყვანა, რომ კონკრეტული ფრაზის ძიებისას საძიებო სიტსტემებში (Google/Bing/Yandex) ჩვენი საიტის რომელიმე გვერდი ამოვარდეს Top 10 დან რომელიმე პოზიციაზე. მოკლედ, ერთი შეხედვით SEO მარტივი ჩანს, თუმცა ეს ასე არ არის. საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია ხანგრძლივი, კომპლექსური და თანმიმდევრული პროცესია, რომელიც 3 დან 12 თვემდე პერიოდს მოიცავს (დაახლოებით). დამოკიდებულია სფეროს სირთულეზე/კონკურენციაზე.

ვებ დეველოპერი

ვებ დეველოპერი ან პროგრამისტი არის ადამიანი, რომელიც იღებს ვებ დიზაინს - რომელიც შექმნილია კლიენტის ან დიზაინერების ჯგუფის მიერ - და აქცევს მას საიტად. ისინი ამას ახერხებენ კოდების წერით, სხვადასხვა ენების გამოყენებით. ვებ დეველოპერებს საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ, რადგან მათ უნდა აიღონ ენა, რომელიც ჩვენ გვესმის, მაგალითად ინგლისური და აქციოს ენად, რომელსაც კომპიუტერი გაიგებს მაგალითად - Python ან HTML. ეს მოითხოვს გარკვეულ დროს და ძალისხმევას, სხვადასხვა პროგრამული ენების და მათი გმოყენების წესის ცოდნას. სხვადასხვა სახის ვებ-დეველოპერები სპეციალიზირდებიან სხვადასხვა განხრით, რაც ნიშნავს, რომ დიდი პროექტები, ძირითადად, ხორციელდება პროგრამისტების დიდი გუნდის მიერ.