შემოგვიერთდი
საიტების დამზადება საიტების დამზადება

ინგლისური ენაზე

One Step Ahead

მოგესალმებათ

iStudio

გთავაზობთ
კონსულტაცია

ჩვენი სერვისი

ჩვენი სერვისის თითოეული ნაწილი მოიცავს სრულ მომსახურებას. ჩვენთან ერთად თქვენ შეძლებთ უმოკლეს დროში გააციფრულოთ ნებისმიერი იდეა თუ ბიზნესი

პროექტის შედგენა

ვებ საიტისთვის გათვალისწინებული პროექტის შედგენა ბიზნესის გასაციფრულებლად

ვებ საიტის შექმნა

მომხმარებელზე მორგებული მრავალფუნქციური თანამედროვე ვებ საიტის შექმნა

განახლება/მართვა

არსებული ვებ საიტის ვიზუალური და პროგრამული განახლება ნებისმიერ სისტემაზე

სეო ოპტიმიზაცია

საიძიებო სისტემებში მოწინავე ადგილის მოპოვება, სრული SEO მომსახურება

ინტეგრაცია

გადახდის, განვადების სისტემის, SMS სერვისის და სხვა აპების ინტეგრაცია

რეკლამა ინტერნეტში

ინტერნეტ რეკლამის სწორად განთავსება Google, Facebook, Instagram პლატფორმებზე

ფოტო გადაღება

iStudio გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ფოტო კონტენტის შექმნას ვებსაიტისთვის. თუ გსურს გქონდეს პროფესიონალური ვებსაიტი, აუცილებელი პირობაა ყველა დეტალი იყოს შექმნილი მისთვის. განსაკუთრებით ონლაინ მაღაზიებს რომლებიც უამრავ პროდუქციას ყიდიან ჭირდებათ განსხვავებული ფოტო კონტენტი, რომელიც მომხმარებელს დაანახებს პროდუქტის ხარისხს და საჭიროებას. თქვენ გჭირდებათ ეს სერვისი?

რეკლამა გუგლში, ვერიფიკაცია გუგლში, SEO ოპტიმიზაცია

Google სერვისი

iStudio გთავაზობთ Google სერვისების სრულ პაკეტს თქვენი ბიზნესითვის, ძირითადი კი ვთვლით რომ სამი სერვისია, ვერიფიკაცია გუგლში, რეკლამა გუგლში და SEO - გუგლის მიმართულებით. ამ სამი სერვისით თქვენ ზრდით შანსებს რომ თქვენი ბრენდი გახდება ცნობადი და დაინტერესებული აუდიტორიის სამიზნე. ჩვენ გთავაზობთ ეტაპობრივ ნაბიჯებს და კარგ ორგანიზებას თითეული გადახდილი თანხის შედეგისთვის.

უფასო კონსულტაცია

ხელშეწყობა

iStudio ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით მხატვრებს, პოეტებს, ფოტოგრაფებს და მუსიკოსებს გთავაზობთ ვებსაიტის დამზადებას 500 ლარიდან! რაც ნიშნავს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შექმნა შენი ნამუშევრების პორტფელი ონლაინ სივრცეში, რომელსაც ექნება ვლოგი, მრავალფუნქციური ფოტო-ვიდეო გალერეა, აუდიო-ვიდეო ფლეიერი და სხვა ხელსაწყოები რომელიც შესძენს მრავალფეროვნებას და წარმოაჩენს თქვენს ნიჭს.

TOP პროდუქცია

ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე სტილის მქონე ვებ დიზაინებს ლოგოებს და სარეკლამო შაბლონებს. ბმულზე გადასვლით იხილავთ სრულ კატალოგს

შენი ვებ საიტის დიზაინი
WEB

შენი ვებ საიტის დიზაინი!

შენი ვებ საიტის დიზაინი
WEB

შენი ვებ საიტის დიზაინი!

შენი ვებ საიტის დიზაინი
WEB

შენი ვებ საიტის დიზაინი!

შენი ვებ საიტის დიზაინი
WEB

შენი ვებ საიტის დიზაინი!

შენი ვებ საიტის დიზაინი
WEB

შენი ვებ საიტის დიზაინი!

შენი ვებ საიტის დიზაინი
WEB

შენი ვებ საიტის დიზაინი!

აჯახ მთვლელი კალკულატორი

Ajax მთვლელი

iStudio მრავალი წელია ამზადებს მთვლელის ტიპის ვებ აპლიკაციებს, რომელიც ემსახურება სამშენებლო კომპანიებს, ავეჯის საწარმოებს და სხვადასხვა ტიპის ბიზნესებს. მთვლელის საშუალებით მომხმარებლებს საშუალება აქვთ გამოთვალონ თქვენი სერვისის გაწევის ფინანსური ხარჯები. ჩვენს მიერ შედგენილ მთვლელებს იყენებენ კომპანიის თანამშრომლებიც, ვინაიდან მისი მუშაობა შესაძლებელია ლოკალურად, როგორც კომპიუტერული აპლიკაცია.

მაგალითის ნახვა

თანხის გამომუშავება

ჩვენს სერვისებზე გთავაზობთ თანხის გამომუშავების პროგრამას რომელიც ნამდვილად რეალური და მარტივია. პროგრამა მოისაზრებს თქვენს მიერ რეკომენდირებული კომპანიის ან კერძო პირის ჩვენთან თანამშრომლობას. ამისათვის თქვენ უნდა მოიძიოთ iStudio-ს სერვისით დაინტერესებული აუდიტორია და მიანიჭოთ რეკომენდაციის პრომოკოდი, შეთანხმების შემთხვევაში თქვენ აგინაზღაურდებათ სერვისის ღირებულების 20% (ლარში)

ჩვენი გუნდი

მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი გამოწვევა და მომხმარებელს შევთავაზოთ თანამედროვე დიზაინის მქონე მრავალფუნქციური ციფრული პლატფრომა

ირაკლი სალუქვაძე

ირაკლი

Full Stack Developer

ლიკა გულიკაშვილი

ლიკა

Web Designer

ლევან კიკნაძე

ლევან

SEO & tester

ანი შამირიძე

ანი

Photographer

მზად ვართ ახალი პროექტისთვის!

მოგვწერეთ მესენჯერში Contact Messenger




ვებ ტერმინი

ვებსაიტი

მსოფლიოში პირველი საიტი შეიქმნა 1991 წლის 6 აგვისტოს, მისი მისამართია http://info.cern.ch/, შემქმნელი ტიმ ბერნერს-ლი. მასში განთავსებული იყო ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიის შესახებ World Wide Web (WWW) (მსოფლიოს ფართო ქსელი). ინფორმაციის გადაცემა დაფუძნებული იყო HTTP პროტოკოლზე, ხოლო საიტი შექმნილი იყო ჰიპერტექსტის ნიშნულების HTML ენაზე. საიტზე ასევე განხილული იყო ვებ სერვერის და ვებ ბრაუზერის მუშაობის პრინციპები. საიტი ასევე გახდა მსოფლიოში პირველი ინტერნეტ კატალოგი, რადგან მოგვიანებით ბერნერს ლიმ მასზე განათავსა სხვა საიტის მისამართები. ყველაფერი რაც საჭირო იყო პირველი საიტის ასამუშავებლად ბერნერს ლიმ გაცილებით ადრე 1990 წელს შექმნა.

ვორდპრესი

WordPress — ბლოგის და საიტების მართვის სისტემა. დაწერილია PHP პროგრამირების ენაზე და იყენებს MySQL მონაცემთა ბაზას. ვრცელდება GNU GPL ლიცენზით. 2013 წლის აგვისტოსთვის WordPress იყენებდა 10 მილიონი საიტის 22 პროცენტი. იგი არის ბლოგინგის ყველაზე პოპულარული საშუალება ინტერნეტში. ამჟამად გამოიყენება 60 მილიონზე მეტ საიტზე. WordPress პირველად გამოქვეყნდა 2003 წლის 27 მაისს, დამაარსებლების, მეტ მალენვეგის და მაიკ ლიტლის მიერ, b2/cafelog-ის განშტოების სახით. სისტემის მუდმივი ლიცენზიაა GPLv2 (ან უფრო გვიანდელი). დღესდღეისობით ვორდპრესი იდეალური ვარიანტია დაბალი ბიუჯეტის მხრივ პროფესიონალური ვებსაიტის შესაქმნელად.

ლარაველი

Laravel - MVC პრინციპზე დაფუძნებული პლატფორმა, ფრეიმვორკი, ინსტრუმენტთა ნაკრები იმ პროგრამისტებისათვის, რომლებიც PHP-ის მეშვეობით ამზადებენ ვებ-გვერდებს. ფრეიმვორკის დახმარებით გაცილებით სწრაფად და მარტივად ვქმნით აპლიკაციებს და აღარ გვიწევს კოდის წერის დაწყება ნოლიდან. ფაქტიურად ფრეიმვორკი წარმოადგენს მომავალი პროექტის კარკასს, ჩონჩხს, მასში ჩადებულია ისეთი კლასები რომელთა მეშვეობითაც პროგრამისტს აღარ უწევს რუტინული სამუშაოების ჩატარება, მაგალითად: საიტზე შესვლის წერტილის შექმნა, ადამიანისათვის გასაგები URL-ების შექმნა, შემავალი პარამეტრებისა და მონაცემების ვალიდაციის მექანიზმის შექმნა.

ჰოსტინგი

ჰოსტინგი (ინგლ. hosting) — სერვერზე ინფორმაციის განთავსებისათვის კომპიუტერული წარმოების შესახებ მომსახურება. ჩვეულებრივ ჰოსტინგი შედის საიტის მომსახურების პაკეტში როგორც მინიმუმ, იგულისხმება სერვერზე საიტის ფაილების განთავსება. მასში გაშვებულია ფაილების საჭიროებებისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფა. როგორც წესი, მომსახურებაში უკვე შედის საფოსტო კორესპონდენციებისათვის წარმოდგენილი ადგილი, მონაცემთა ბაზები, ფაილთა საცავი სპეციალურად გამოყოფილ ფაილ–სერვერზე და ა.შ. შესაბამისი სერვისების ფუნქციონირებისათვის მხარდაჭერა. მონაცემთა ბაზების, ფაილთა განთავსების, ელექტრონული ფოსტის და სხვა ჰოსტინგები შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს, როგორც დამოუკიდებელი ან კომპლექსური მომსახურება.

დომენი

ტექნიკური ენით დომეინი არის ინტერნეტ უნიკალური დასახელება, იგივე მისამართი, რომელიც სჭირდება თქვენს საიტს ან კორპორატიულ ელექტრონულ ფოსტას ასევე ტექნიკურად ავხსნი იმასაც რომ, დომენურ სახელს ინტერნეტი ციფრებში გადაიყვანს რასაც IP-მისამართს ეძახიან, მაგალითად, 123.123.123.123 . იმისათვის, რომ დომეინი მუშაობდეს იგი მიმაგრებული უნდა იყოს რომელიმე ჰოსტინგზე და ასევე უნდა ჰქონდეს მინიჭებული IP. მმარტივი ენით კი დომენური სახელი არის თქვენი საფოსტო მისამართი, ჰოსტინგი - მიწის ფართი რომელზეც სახლია აშენებული; ხოლო ვებსაიტი არის შენობა, რომელშიც ცხოვრობთ. ამ სამი კომპონენტის გარეშე კი საიტის ფუნქციონირება შეუძლებელია.

ლოგო

ლოგო არის კომპანიის, ბრენდის უნიკალური ნიშანი. ლოგოს აგრეთვე იყენებ არასამთავრობო ორგანიზაციები, კომერციული კორპორაციები და ინდივიდუალური პიროვნებებიც კი ზოგჯერ იყენებნ ლოგოს, რათა წარმოშვან მუდმივი საზოგადოებრივი ცნობადობა. ზოგჯერ ამბობენ, რომ ლოგო ბრენდის ხელმოწერაა. საერთოდ სიტყვა ლოგო გაჩნდა მეცხრამეტე საუკუნეში, თავდაპირველად სიტყვა ”ლოგოს” სინონიმი ”ლიგატურა” იყო და წარმოადგენდა ტოპოგრაფიული შრიფტის ორი ან სამი ასოს გაერთიანებას. ლოგო ხშირად შედგება გრაფიკული გამოსახულებისაგან ან/და გაფორმებული დასახელების შემადგენელი ასოებისაგან. გამოდის რომ არის ორი სახის ლოგო: გრაფიკული და ტექსტური (ლოგოტიპი).

ვებდიზაინი

ვებდიზაინი (ინგლ. Web design) — საქმიანობა რომელიც პასუხისმგებელია ვებგვერდების მომხმარებლის ინტერფეისის შემუშავებაზე. ვებდიზაინერები ქმიან ვებგვერდის სტრუქტურას, გამარტივებული და მომხმარებლისთვის მისაღები ფორმით ინფორმაციის მიწოდება ვებგვერდის საშუალებით. აგრეთვევებ დიზაინერები მხატვრულ იერსახეს უქმნიან ვებგვერდებს. ვებდიზაინერი კარგად უნდა ცნობდეს თანამედროვე ვებტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციას და სტანდარტებს.

SEO - სეო

SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია), გასაგებ და მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, საიტების იმ მდგომარეობამდე მიყვანა, რომ კონკრეტული ფრაზის ძიებისას საძიებო სიტსტემებში (Google/Bing/Yandex) ჩვენი საიტის რომელიმე გვერდი ამოვარდეს Top 10 დან რომელიმე პოზიციაზე. მოკლედ, ერთი შეხედვით SEO მარტივი ჩანს, თუმცა ეს ასე არ არის. საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია ხანგრძლივი, კომპლექსური და თანმიმდევრული პროცესია, რომელიც 3 დან 12 თვემდე პერიოდს მოიცავს (დაახლოებით). დამოკიდებულია სფეროს სირთულეზე/კონკურენციაზე.

ვებ დეველოპერი

ვებ დეველოპერი ან პროგრამისტი არის ადამიანი, რომელიც იღებს ვებ დიზაინს - რომელიც შექმნილია კლიენტის ან დიზაინერების ჯგუფის მიერ - და აქცევს მას საიტად. ისინი ამას ახერხებენ კოდების წერით, სხვადასხვა ენების გამოყენებით. ვებ დეველოპერებს საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ, რადგან მათ უნდა აიღონ ენა, რომელიც ჩვენ გვესმის, მაგალითად ინგლისური და აქციოს ენად, რომელსაც კომპიუტერი გაიგებს მაგალითად - Python ან HTML. ეს მოითხოვს გარკვეულ დროს და ძალისხმევას, სხვადასხვა პროგრამული ენების და მათი გმოყენების წესის ცოდნას. სხვადასხვა სახის ვებ-დეველოპერები სპეციალიზირდებიან სხვადასხვა განხრით, რაც ნიშნავს, რომ დიდი პროექტები, ძირითადად, ხორციელდება პროგრამისტების დიდი გუნდის მიერ.